воскресенье, 27 марта 2016 г.

მეოთხე დღე


გავეცანით პროექტზე შეფასების ჩარჩოს.  სხვადასხვა მეთოდებს, მოსწავლეთა შეფასების სტანტარტებს. შეფასების ჩარჩოს დახმარებით დავგეგმეთ და დროში გავწერეთ შეფასების მეთოდები და მიზნები. შეფასებით განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებას.  როგორ გამოვიყენოღ ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. გვეცანით  საავტორო უფლებებს, მათ დაცვას, თუ როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება. ინტერნეტ რესურსების მოძიება. საძიებო სისტემების გამოყენება.ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე. მასალის ატვირთვა, წაშლა, რედაქტირება.


ბუნების საოცრება!!!

суббота, 26 марта 2016 г.

მესამე დღე

დავასრულეთ მშობლის დამხმარე ბუკლეტი.
განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტისათვის  ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევივი შედეგები და ინდიკატორები.
ჩვენი პროექტისთვის დავსახეთ მიზნები  და ამოცანები სადაც გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომის სიტყვების ლექსიკონი, 21- საუკუნის უნარ-ჩვევები.
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების სწორად შერჩევაზე.

воскресенье, 20 марта 2016 г.

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს, გავეცანი თუ როგორ შეიძლება პროექტის ორგანიზება, მრავალფეროვანი მეთოდებით, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. მოხდა პროექტებით სწავლების ეტაპების, პროექტის შაბლონის, ჩეკ-ლისტის და გარკვეული მიზნობრივ ჯგუფისთვის მოსამზადებელი ბუკლეტის შექმნის გაცნობა. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, უკეთესად წარვმართოთ საგაკვეთილო და ზოგადად სასწავლო პროცესი, რაც თანამედროვე პედაგოგიკის აუცილებელი მოთხოვნაა.

суббота, 19 марта 2016 г.

პირველი დღე

ინტელის ისტ ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი სახელმძღვანელოს, რომელიც დამეხმარება პროექტებით სწავლების  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა, მათ გააზრება დამეხმარება  აქტივობების შერჩევაში სასწავლო მიზნებისათვის, შედეგების, თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვის მნიშვნელობის, თვითკონტროლისა და ობიექტურ თვითშეფასებისათვის.
პროექტებით სწავლების ჩეკ-ლისტი და შაბლონი დამეხმარება, რომ სისტემატიზებული ფორმით, ორგანიზებულად წარვმართო მუშაობა, არ გამომრჩეს პროექტის მიმდინარეობის საფეხურები და ვაკონტროლო აქტივობების მიზნობრიობა.
ჩემსმიერ ჩექმნილი ბლოგი, რომელიც ინტელის ტრენინგის პროექტებით სწავლების მოდულების პრეზენტაცია იქნება, მომცემს საშუალებას, რომ ჩემ მიერ შექმნილი პროდუქტები ორგანიზებულად მქონდეს თავმოყრილი და ამავე დროს უკუკავშირისთვის გავუზიარო მოსწავლეებსა და კოლეგებს.