суббота, 16 апреля 2016 г.

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე არის შემაჯამებელი და ერთერთი საინტერესო დღე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. 
ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით ტრენინგის მონაწილე მასწავლებელთა სასწავლო პროექტის გეგმებს. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჯგუფში  სხვადასხვ საგნის მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, პროექტებიც ასევე განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა. ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესოდ გაფორმებული პრეზენტაციები,  ყველა პროექტი შინაარსობრივად საინტერესოდ დატვირთული იყო, რაც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას დაინტერესდნენ და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. დასივა უამრავი შეკითხვა, გაიმართა საინტერესო დსიკუსია თითოეული პროექტის ირგვლივ.
ტრენინგის მეორე ნაწილში ვიმუშავეთ მერვე მოდულზე, გავეცანით სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენების გზებს.
მივიღეთ სერტიფიკატები

დიდი მადლობა ტრენერს ნინო მარღიშვილს, საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგებისთვის. 
უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს.


воскресенье, 10 апреля 2016 г.

მერვე დღე

გავეცანით მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით თუ როგორ უნდა შევქმნათ სხვდასხვა დამხმარე რესურსები  მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.
გავეცანით რესურსების ნიმუშებს. სპეცილური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის შევქმენით დამხმარე რესურსი. 
ვისწავლეთ Google drive-ში  მუშაობა. თუ როგორ უნდა განვათავსოთ ჩვენს მიერ შექმნილი მასალა Google drive-ში. ავტვირთეთ ჩვენი პროექტის  პორტფოლიო. გამოვაქვეყვნეთ ბლოგზე.  

суббота, 9 апреля 2016 г.

მეშვიდე დღე

დავამთავრეთ აღწერა სასწავლო პროცედურებზე მუშაობის, თუ  როგორ მიმდინარეობდა პროექტის მსვლელობა ოთხი კვირის მანძილზე,
ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, რომ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს. სრულყოფილად გამოიყენოს მოსწავლემ თავისი სასწავლო პოტენციალი.  მოსწავლეები, შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. თუ როგორ უნდა მოხდეს მოცემულ აქტივობაში, მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენა და როგორ უნდა ჩართოთ ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში.
ვიმუშავეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლების უკეთ წარმართვისათვის დაგეგმვის შესახებ
 ჩამოვთვალეთ  და განვმარტეთ სასწავლო თემისთვის საჭირო მასალების ნუსხა

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

დავიწყეთ პროექტის გეგმაში პროცედურების დაგეგმვის წერა.
გავეცანით მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკას, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიებია. ვნახეთ მოსწავლის შეფასებისთვის მასწავლებლის განმავითარებელი რუბრიკა.
დავასრულეთ მოსწავლის პროექტი. ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პროექტის შეფასების კითხვარი.
ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ PowerPoint - ში სხვადასხვა ფორმის დიზაინი, როგორ უნდა ავტვირთოთ სურათები ვიდეო მასალა და შევქმნათ მარტივი  ანიმაცია.

суббота, 2 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

დავიწყეთ პრეზენტაციისათვის პროცედურებზე მუშაობა. თუ რა საბაზისო უნარების გამოყენება შეუძლიათ მოსწავლეებს.
ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე გამოკითხვის  დაყენება, კითხვარის სახით. სტატისტიკური დიაგრამის დაყენება, მნახველთა სტუმრობა ჩვენს ბლოგზე რაც დაგვეხმარება თუ რამდენად საინტერესოა ჩვენი ბლოგი. ვისწავლეთ გვერდის შექმნა და ამ გვერდზე ინფორმაციის განთავსება.
დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრობის პრეზენტაციის სახით მომზადება.

მეხუთე დღეს შესვენებისას დავათვალიერეთ თბილისის კლასიკური გიმნაზია და მოვისმინეთ გიმნაზიის ისტორია. ვნახეთ გიმნაზიაში არსებული ეკლესია, სპორტდარბაზი, სამასწავლებლო, მუზეუმი და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი კუთხე, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს მეგზურს ქალბატონ ნანა ნოზაძეს.